logo
ENG



ბატურინი: [სააკაშვილს] ეძებდნენ, მესაზღვრეს ვუთხარი დააკაკუნე და ამოვა-მეთქი და დააკაკუნა

19 ივლ 202121:23
3 წუთის საკითხავი
 
ბატურინი: [სააკაშვილს] ეძებდნენ, მესაზღვრეს ვუთხარი დააკაკუნე და ამოვა-მეთქი და დააკაკუნა

მიხეილ ბატურინი, რომელიც ყოფილი პპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრია იხსენებს როგორ დააკავეს ქართველმა მესაზღვრეებმა იახტაზე, უკრაინელ მეზღვაურებთან ერთად.

ფორმულას ეთერში, გადაცემა პოლიტიკის ფორმულაში ბატურინი ყვება, რომ ადგილზე მხოლოდ ეკიპაჟის სამი წევრი იყო, მესაზღვრეები კი მეოთხე ადამიანს, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ. 

მისივე თქმით, პროკურორები ოფიციალურად საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა მათ წინააღმდეგ მეორე საქმეც იყო აღძრული, რაც გულისხმობს, "საბუთების გაყალბებას და არალეგალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანას". 

"კატარღის შეჩერებისას [მესაზღვრეებმა] კაპიტანს უთხრეს, რომ გამოვიდეს მიშა. რადგან მე საქართველოდან ვარ და საბუთებში ჩემი სახელი და გვარი ეწერა, კაპიტანმა ალბათ იფიქრა, რომ... ეკიპაჟმა არ იცოდა ჩემი წარსული ცხოვრების შესახებ. გეძახიანო, ალბათ, შენი ნაცნობებიო. როცა გამოვიხედე, მითხრეს, ეს არა, მეოთხე გამოვიდესო. კაპიტანმა ვინ მეოთხეო და მერე ამას მოყვა მთელი სასაცილო სიტუაციები. [...]

ეს მოხდა 28 ნოემბერს. სასაზღვრო პოლიციის კატარღამ შეაჩერა ჩვენი იახტა. ამ იახტით ვახორციელებდით მშვიდობიან გავლას, რაც კანონიერია. საბუთები მაიწოდა კაპიტანმა და ამის შემდეგ დაიწყო კლოუნადა. 

რომ შემოვიდნენ, ეძებდნენ [მიხეილ სააკაშვილს] და რომ ვერ ნახეს ჩხრეკის შემდეგ, ცდილობდნენ ვერსიას გაყოლოდნენ, თითქოს, სადღაც დამალული გვყავდა. გვითხრეს, უთხარით გამოვიდეს, ვიცითო, რომ აქ არისო. მერე ვუთხარი, კარგი დააკაკუნე სამჯერ და ამოვა, მივიდა ერთ-ერთი მესაზღვრე, დააკაკუნა. მერე ვუთხარი, რაღაც არასწორად აკაკუნებ-მეთქი, სხვა მორზეს "სიგნალით" დააკაკუნა, შემდეგ მიხვდა სიცილზე, რომ ვეხუმრებოდი და გაბრაზდნენ", - ყვება ბატურინი ფორმულას ეთერში. 

საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ყოფილი დაცვის წევრი მიხეილ ბატურინი დღეს გაათავისუფლესისინი საზღვრის უკანონო ჯგუფური გადაკვეთის ბრალდებით 2020 წლის ნოემბერში დააკავეს. 

14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მათ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


close დახურვა